ნახევარი საფარი 1100ლ ნაგვის კონტეინერი

Category:

Description

ტექნიკური დავალება

1.1 მ3 (1100 ლიტრი) ტევადობის ლითონის, ცხლად მოთუთიებული–გალვანიზირებული ნაგავშემკრები კონტეინერი.

1. დამზადებული უნდა იყოს გალვანიზირებული (ცხლად მოთუთიებული) ფოლადისგან.

2. ტვირთამწეობა: არანაკლებ 400 kg.

3. კორპუსის კედლის სისქე არანაკლებ – 1,25 mm.

4. ღერძის გარშემო 360 გრადუსით მბრუნავი, 4 ცალი ლითონის დისკიანი რეზინის გორგოლაჭით – მინიმუმ 1 გორგოლაჭს უნდა გააჩნდეს სამუხრუჭე სისტემა. გორგოლაჭები მიმაგრებული უნდა იყოს მართკუთხა ფორმის ლითონის სამაგრზე გამძლეობისთვის. გორგოლაჭის დიამეტრი 150 + 10 მმ.

5. ცარიელი კონტეინერის წონა – არანაკლებ 90 და არაუმეტეს 110kg.

6. კონტეინერს ძირზე უნდა ჰქონდეს დახშული საწრეტი.

8. კორპუსის ორივე გვერდითა მხარეს და სახურავზე უნდა გააჩნდეს სახელურები. გვერდითა დახულურები უნდა იყოს ძირის პარალელური და ხელს არ უნდა უშლიდეს დამცლელ მექანიზმს.

9. თავსახურს უნდა გააჩნდეს სპეციალური ფიქსატორი თავახდილი მდგომარეობის შესანარჩუნებლად.

10. თავსახური ძირითად კორპუსთან მიმაგრებული უნდა იყოს გვერდითი ანჯამების მეშვეობით.

11. სიმაგრის შესანარჩუნებლად კონტეინერი შეკრული უნდა იყოს პროფილების საშუალებით.

12. კონტეინერი უპრობლემოდ უნდა იცლებოდეს სტანდარტული ნაგავმზიდების მეშვეობით.