აღწერა
ტექნიკური დავალება
1.1 მ3 (1100 ლიტრი) ტევადობის ლითონის, ცხლად მოთუთიებული–გალვანიზირებული ნაგავშემკრები კონტეინერი.
რაოდენობა: ცალი.
1. დამზადებული უნდა იყოს გალვანიზირებული (ცხლად მოთუთიებული) ფოლადისგან.
2. ტვირთამწეობა: არანაკლებ 400 kg.
3. კორპუსის კედლის სისქე არანაკლებ – 1,25 mm.
4. ღერძის გარშემო 360 გრადუსით მბრუნავი, 4 ცალი ლითონის დისკიანი რეზინის გორგოლაჭით – მინიმუმ 1 გორგოლაჭს უნდა გააჩნდეს სამუხრუჭე სისტემა. გორგოლაჭები მიმაგრებული უნდა იყოს მართკუთხა ფორმის ლითონის სამაგრზე გამძლეობისთვის. გორგოლაჭის დიამეტრი 150 + 10 მმ.
5. ცარიელი კონტეინერის წონა – არანაკლებ 90 და არაუმეტეს 110kg.
6. კონტეინერს ძირზე უნდა ჰქონდეს დახშული საწრეტი.
8. კორპუსის ორივე გვერდითა მხარეს და სახურავზე უნდა გააჩნდეს სახელურები. გვერდითა დახულურები უნდა იყოს ძირის პარალელური და ხელს არ უნდა უშლიდეს დამცლელ მექანიზმს.
9. თავსახურს უნდა გააჩნდეს სპეციალური ფიქსატორი თავახდილი მდგომარეობის შესანარჩუნებლად.
10. თავსახური ძირითად კორპუსთან მიმაგრებული უნდა იყოს გვერდითი ანჯამების მეშვეობით.
11. სიმაგრის შესანარჩუნებლად კონტეინერი შეკრული უნდა იყოს პროფილების საშუალებით.
12. კონტეინერი უპრობლემოდ უნდა იცლებოდეს სტანდარტული ნაგავმზიდების მეშვეობით.
.
YM107 – 1100 ლ ტევადობის ნაგვის კონტეინერი გალვანიზებური ცხელი დაფარვითა და სწორი სარქველით
.
1. კორპუსი და ფსკერი დამზადებულია 1,5 მმ ფურცლოვანი ლითონისგან ერთი მთლიანი ნაწილის სახით და მდგრადობის გაზრდის მიზნით წინა და უკანა ზედაპირებზე დამატებული აქვს დაპრესილი სარტყელი.
2. კორპუსის გვერდები დამზადებულია 1,5 მმ ფურცლოვანი ლითონისგან და დამატებული აქვს დაპრესილი სარტყელი მდგრადობის გაზრდის მიზნით, კიდეები ამობურცულია 1,5 სმ-ით და გარედან უერთდება კორპუსს. ფსკერის კუთხეები მომრგვალებულია.
3. ნაგვის ურნის თავსახური ისე არის მიმაგრებული რომ ტრანსპორტირების დროს ან/და შენახვის დროს შესაძლებელია თავსახურის დემონტაჟი და ნაგვის ურნები ჩადის ერთმანეთში.
4. საყრდენები, რომელზეც დამაგრებულია ბორბლები, დამზადებულია 4 მმ ფურცლოვანი ლითონისგან და მიდუღებულია კორპუსზე.
5. მანქანაზე ასაწევი სახელურები დამზადებულია 42ხ3 მმ მილისგან.
6. სარქველი დამზადებულია 1,5 მმ ფურცლოვანი ლითონისგან და მდგრადობის გაზრდის მიზნით დამატებული აქვს დაპრესილი სარტყელი.
7. კონტეინერის ყველა ზედაპირი და კორპუსი შედუღებულია აიროვანი შემდუღებლით და კორპუსი წყალგაუმტარია. ფსკერზე მოთავსებულია 1 ცალი დაცლის ხვრელი.
8. მოთავსებულია 4 ცალი მზიდი ბორბალი 360 რადიუსით მბრუნავი (მათ შორის 2 ცალი მუხრუჭიანი) 160ხ45 ზომების ფართო ჭილიბიანი, ხარისხის სერტიფიკატი თშ EN 12532 და აუცილებლად უნდა ერთოს სატენდერო დოკუმენტაციას.
9. იმისათვის, რომ სარქველი გაიხსნას ხელის შეხების გარეშე, მოთავსებულია ფეხის პედლის სისტემა.
10. კონტეინერი წარმოებულია ტექნიკური მახასიათებლებისა და ტენიკური ნახაზის შესაბამისად და მთლიანად დაფარულია ცხელი მეთოდით გალვანიზებური საფარით.
11. გალვანიზაციის პროცედურა სერტიფიცირებულია თშ 914 EN IშO 1460 და IშO 9001 ხარისხის სერტიფიკატით და აუცილებლად უნდა ერთოს სატენდერო დოკუმენტაციას.
12. კონტეინერს აქვს თშ EN 840-3 ხარისხის სერტიფიკატი და აუცილებლად უნდა ერთოს სატენდერო დოკუმენტაციას.
13. მწარმოებელი კომპანია უნდა ფლობდეს IშO 9001:2008 ხარისხის სერტიფიკატს.
1. გალვანიზირებული ნაგვის ურნის დამზადება შესაძლებელია 120 ცალამდე 30 დღეში.
2. სავარაუდო ფასია 850 ლარი დღგ-ეს ჩათვლით.
3. ნაგვის კონტეინერის წინა ან/და უკანა მხარეს შესაძლებელია ნებისმიერი წარწერის დატანება.
4. ფირმას უნდა გააჩნდეს ანალოგიური სამუშაოების გამოცდილება არანაკლები …………..,,,,,,,, ლარისა
მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.