Description
1100 ლ ტევადობის ნაგვის კონტეინერი გალვანიზებური ცხელი დაფარვითა და სწორი სარქველით
1. კორპუსი და ფსკერი დამზადებულია 1,5 მმ ფურცლოვანი ლითონისგან ერთი მთლიანი ნაწილის სახით და მდგრადობის გაზრდის მიზნით წინა და უკანა ზედაპირებზე დამატებული აქვს დაპრესილი სარტყელი.
2. კორპუსის გვერდები დამზადებულია 1,5 მმ ფურცლოვანი ლითონისგან და დამატებული აქვს დაპრესილი სარტყელი მდგრადობის გაზრდის მიზნით, კიდეები ამობურცულია 1,5 სმ-ით და გარედან უერთდება კორპუსს. ფსკერის კუთხეები მომრგვალებულია.
3. ნაგვის ურნის თავსახური ისე არის მიმაგრებული რომ ტრანსპორტირების დროს ან/და შენახვის დროს შესაძლებელია თავსახურის დემონტაჟი და ნაგვის ურნები ჩადის ერთმანეთში.
4. საყრდენები, რომელზეც დამაგრებულია ბორბლები, დამზადებულია 4 მმ ფურცლოვანი ლითონისგან და მიდუღებულია კორპუსზე.
5. მანქანაზე ასაწევი სახელურები დამზადებულია 42ხ3 მმ მილისგან.
6. სარქველი დამზადებულია 1,5 მმ ფურცლოვანი ლითონისგან და მდგრადობის გაზრდის მიზნით დამატებული აქვს დაპრესილი სარტყელი.
7. კონტეინერის ყველა ზედაპირი და კორპუსი შედუღებულია აიროვანი შემდუღებლით და კორპუსი წყალგაუმტარია. ფსკერზე მოთავსებულია 1 ცალი დაცლის ხვრელი.
8. მოთავსებულია 4 ცალი მზიდი ბორბალი 360 რადიუსით მბრუნავი (მათ შორის 2 ცალი მუხრუჭიანი) 160ხ45 ზომების ფართო ჭილიბიანი, ხარისხის სერტიფიკატი თშ EN 12532 და აუცილებლად უნდა ერთოს სატენდერო დოკუმენტაციას.
9. იმისათვის, რომ სარქველი გაიხსნას ხელის შეხების გარეშე, მოთავსებულია ფეხის პედლის სისტემა.
10. კონტეინერი წარმოებულია ტექნიკური მახასიათებლებისა და ტენიკური ნახაზის შესაბამისად და მთლიანად დაფარულია ცხელი მეთოდით გალვანიზებური საფარით.
11. გალვანიზაციის პროცედურა სერტიფიცირებულია თშ 914 EN IშO 1460 და IშO 9001 ხარისხის სერტიფიკატით და აუცილებლად უნდა ერთოს სატენდერო დოკუმენტაციას.
12. კონტეინერს აქვს თშ EN 840-3 ხარისხის სერტიფიკატი და აუცილებლად უნდა ერთოს სატენდერო დოკუმენტაციას.
13. მწარმოებელი კომპანია უნდა ფლობდეს IშO 9001:2008 ხარისხის სერტიფიკატს.