Description
1100 ლ ტევადობის ნაგვის კონტეინერი გალვანიზებური ცხელი დაფარვითა და თაღისებური სარქველით
1. დამზადებული კოროზიისადმი მდგრადი ცხლად მოთუთიებული ფურცლოვანი ლითონისაგან 2. კონტეინერის ტვირთამწეობა: არანაკლებ 440 კგ. 3. ცარიელი კონტეინერის წონა 110-135კგ. 4. კორპუსის კედლის სისქე არანაკლებ 1.25 მმ. 5. კონტეინერის მდგრადობას განაპირობებს მის ზედაპირზე არსებული სიხისტის ჩაღრმავებები 6. თავსახურის ფეხით ასახდელი მექანიზმით, ლითონის გადასაწევი ოვალური თავსახურით, რომელიც დამაგრებული იქნება მოძრავ მკლავებზე ჭანჭიკებისა და ქანჩების მეშვეობით.
გალვანიზაციის პროცედურა სერტიფიცირებულია TS 914 EN ISO 1460 da ISO 9001 ხარისხის სერტიფიკატით და აუცილებლად უნდა ერთოს სატენდერო დოკუმენტაციას.
კონტეინერს აქვს TS EN 840-3 ხარისხის სერტიფიკატი და აუცილებლად უნდა ერთოს სატენდერო დოკუმენტაციას.
მოთავსებულია 4 ცალი მზიდი ბორბალი 360 რადიუსით მბრუნავი (მათ შორის 2 ცალი მუხრუჭიანი) 200ხ50 ზომების ფართო ჭილიბიანი, ხარისხის სერტიფიკატი TS EN 12532 და აუცილებლად უნდა ერთოს სატენდერო დოკუმენტაციას.
7. თავსახურს უნდა ჰქონდეს დამჭერი ფიქსატორები, რომლებიც მას დააფიქსირებენ ღია მდგომარეობაში.
8. თავსახურის წინა მხარეს შემამჭიდროვებელი რეზინის საგერმეტიზაციო ლენტით.
9. თავსახურის მკლავები მიმაგრებული უნდა იყოს მდგრად გვერდით მზიდ კონსტრუქციაზე, რომელზეც მიდუღებული იქნება ამწევი ყურები, გვერდითი მზიდი ასევე უნდა მაგრდებოდეს კორპუსზე ჭანჭიკებითა და ქანჩებით. გადასაწევ მკლავებსა და გვერდით მზიდებს შორის ორივე მხარეს უნდა იყოს ჩაყოლებული ზამბარები, რაც უზრუნველყოფს თავსახურის თავისთავად დახურვას.
10. კონტეინერის კორპუსს წინ ქვედა ორივე მხრიდან მიდუღებული უნდა ჰქონდეს გამაძლიერებელი ტრავერსები, მისი დეფორმაციის თავიდან ასაცილებლად.
11. 4 ცალი კორპუსიდან გამოწეული გაძლიერებული მოსახსნელი კრონშტეინით, რომლებიც კორპუსზე მაგრდება ჭანჭიკებისა და ქანჩების საშუალებით.
12. ღერძის გარშემო, საკისარზე თავისუფლად მბრუნავი მეტალის გულიანი რეზინის 4 ცალი გორგოლაჭით, მათგან: 2 ცალი მუხრუჭიანი – დიამეტრით 200მმ, 2 ცალი უმუხრუჭო – დიამეტრით 200მმ. მაქსიმალური დატვირთვა გორგოლაჭზე 205 კგ
13. კონტეინერის ძირი უნდა იყოს ოვალური და უნდა ჰქონდეს საცობით დახშული საწრეტი ხვრელი.
14. კონტეინერის წინა კედელზე ამოტვიფრული უნდა იყოს წარწერა “თბილისის მერია
15. წინა და უკანა მხარეს ვერტიკალური, ხოლო გვერდებზე და თავსახურზე ჰორიზონტალური სახელურებით.
16. კონტეინერის ზომები: